ჭადრაკის საერთაშორისო პრეზიდენტი აშშ მოაქლაქეობას ითხოვს. წერილობითი მოთხოვნა მან პრეზიდენტ ობამას გაუგზავნა.
„მე ვთხოვე აშშ პრეზიდენტს, ამერიკის მოქალაქეობა მომანიჭოს, რათა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ ე.წ. შავ სიაში ჩემი შეყვანა ადგილობრივ სასამართლოში გავასაჩივრო“-აცხადებს კირსან ილუმჟინოვი.
25 აგვისტოს ფიდეს პრეზიდენტი მოსკოვიდან ნიუ იორკში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა ის თვითმფრინავში არ აუშვეს. ამერიკული მხარე მას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ფიდეს ილუმჟინოვი 1995 წლიდან ხელმძღვანელობს.