კარდენახის N31 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აცნობა, დილის 10:30 საათისთვის კომისიის 12-ვე წევრმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თხოვნით იმღერეს.
დარღვევა დაფიქსირდა კარდენახის N31 საარჩევნო უბანზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის ინფორმაციით, კომისიის წევრი ნათელა დარჩიაშვილი საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლებს ბიულეტენების კონვერტში ჩაწყობაში ეხმარებოდა, რაც საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის დარღვევაა. დამკვირვებელის კატეგორიული შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.