ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 138 ადამიანს მიაღწია და ეს ციფრი საბოლოო არ არის. აფეთქებული მატარებლიდან მაშველებს გარდაცვლილთა გვამები ჯერ კიდევ ამოაქვთ.
სამგზავრო ექსპრესის აფეთქების შედეგად ჯერ ჯერობით 138 ადამიანის გარდაცვალების გარდა დაჭრილია სულ მცირე 200 ადამიანი.
პოლიცია ამბოხებული მაოისტების ძებნას აწარმოებს, რომლებმაც მატარებლის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და 28 მაისს "შავი კვირის" დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს. აღნიშნული მუქარის შედეგად ინდოეთის ტრანსპორტის სამინისტრომ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.