უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ივან სვიდამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მიზეზად იანუკოვიჩის პოლიტიკასთან უთანხმოება დაასახელა.
ივან სვიდა ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ ვიქტორ იუშჩენკოს მიერ იყო დანიშნული გასული წლის შემოდგომაზე.
თავისი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას სვიდამ აღნიშნა: "როგორც ოფიცერი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, მზად ვარ ვიმუშაო რთულ პირობებშიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. შექმნილ სიტუაციაში ვაღიარებ პრეზიდენტის უფლებას შეიარაღებული ძალების განვითარების თავისეული ხედვის რეალიზების საქმეში. ამას იგი გენშტაბის სხვა უფროსთან ერთად გააკეთებს".