ინდოეთში წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა შორის 10 ბავშვია.
ავტობუსი, რომელშიც 60-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ტრასიდან ხევში გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.
შედეგად, 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვი, 28 მგზავრი დაჭრილია, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციამ ავტოკატასტროფის შედეგების გამოძიება დაიწყო.