საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი შინ მშვიდობით დაბრუნდა. პილოტირებული კოსმოსური ხომალდის კაფსულა დედამიწაზე უკვე დაეშვა. ალექსეი ოვჩინინმა, ოლეგ სკრიპოჩკიმ და ჯეფრი უილიამსმა მისია უკვე დაასრულეს. 23 სექტემბერს ორბიტაზე მორიგი ხომალდი „სოიუზ მს 02“ გავა. აპარატი საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე ახალ ეკიპაჟს, სერგეი რიჟკოვს, ანდრეი ბორისენკოსა და შეინ ქიმბროუს აიყვანს.