რუსეთი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ანგრევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთის ქმედებები მთელ მსოფლიოში, მის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნგრევა, ექსპანსიონიზმი- ეს კონტინენტალური და გლობალური პრობლემაა. უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება,“-აღნიშნა პოროშენკომ.