ჩრდილოეთ კორეამ კიდევ 3 ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო „ხვანჩჟუ“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები გამთენიისას ხვანხე-პუკტოს პოლიგონიდან გაუშვეს. სამივე რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.