ჩინეთის ქალაქ ხინჩჟოუში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. კრემლის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, „შეხვედრა იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მხარეები შეყოვნდნენ, განიხილავდნენ სირიას, უკრაინასაც. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს შეხვედრა,“
პესკოვმა შეხვედრის სხვა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განმარტა, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მუშაობა კვლავ გაგრძელდება.