სახალხო მღელვარება ვენესუელაში. ოპოზიციამ კარაკასის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და მანიფესტანტთა შესაჩერებლად პანამერიკული მაგისტრალი გადაკეტა, დედაქალაქის ქუჩები დემონსტრანტებით გაივსო. აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია ათობით ადამიანი. ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადასაყენებლად საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. მასობრივი საპროტესტო აქციები ვენესუელაში მძიმე სასურსათო კრიზისმა გამოიწვია. სურსათის შესაძენად ადგილობრივები მეზობელ კოლუმბიაში გადადიან.