იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრება, შეერთბულ შტატებს მოვლენების ასეთი განვითარებისთვის კონკრეტული გეგმა აქვს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.
„ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ ფრანგ, გერმანელ, პოლონელ და ბრიტანელ პარტნიორებთან და ახალი გეგმა შევიმუშავეთ,“-აღნიშნა ფრიდმა.
ითვალისწინებს თუ არა რუსეთის ღია აგრესიის შემთხვევაში ახალი გეგმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს არ დაუზუსტებია.
რუსეთისგან ფართომასშტაბური სამხედრო აგრესიის საშიშროებაზე საგანგებო განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა 2 კვირის წინ გააკეთა.