ისრაელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 285 საცხოვრებელ სახლს ააშენებს. ამის შესახებ ებრაული საზოგადოებრივი ორგანიზაცია Peace Now იტყობინება. ამავე წყაროს თანახმად, 234 სახლი ელკანის, 30 სახლი ბეირ-არიეს, 20კი გივათ-ზაევეს ებრაულ დასახლებებში აშენდება.
ებრაული მხარის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატები.ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების გაფართოვება პალესტინელებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს.