ბელორუსიის, რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელების მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, ბელორუსიის პრემიერ-მინისტრი სერგეი სიდორსკი არ ჩაფრინდება.
"რია ნოვოსტის" ცნობით, შეხვედრა 28-29 მაისს უნდა გაიმართოს და მასზე საბაჟო კავშირის საკითხები უნდა განიხილონ.
მიმიდნარე თვეში, სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საბაჟო კავშირის შექმნასთან დაკავშირებული თემები უკვე განიხილეს, თუმცა, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შედეგად მხარეებმა აღიარეს, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტის მიღება 1 ივლისისთვის ვერ ესწრება, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ძირითადი უთანხმოება კავშირის ფარგლებში მინსკსა და მოსკოვს შორის წამოიშვა. კერძოდ, ბელორუსია მოითხოვს, რომ რუსულ ნავთობზე ბაჟი განულდეს, ხოლო რუსეთი ითხოვს ავტომობილების ქვეყნაში შეტანაზე მაღალი საიმპორტო ბაჟი შეინარჩუნოს.
სიდორსკის უარზე რუსული მხარის რეაქცია ჯერ ცნობილი არ არის.