ინდოეთში საარკინიგზო ავარია მემარცხენე მეამბოხე-მაოსტებმა მოაწყეს, რომელთაც ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო მატარებლის სავალ ნაწილზე მოათავსეს. უკანასკნელი მონაცემებით, კატასტროფას 72 ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაშავდა.
ექსპრესის ცამეტი ვაგონი პარალელურ ლიანდაგზე გადავარდა, რომელზეც სატვირთო მატარებელი იმყოფებოდა. მძლავრი შეჯახების შედეგად 72-მდე ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულ ვაგონებში, შესაძლოა, კიდევ 50 ადამიანი იმყოფებოდეს. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მაოისტები მრავალი წლის განმავლობაში ინდოეთში მგავს აფეთქებებს აწყობენ და თავს ღარიბი მოსახლეობის დამცველებად აცხადებენ.