ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდო დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ ბაკიევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
დოკუმენტი 26 მაისით თარიღდება, რომელიც დროებითი მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ის პირი, რომელიც დროებით მთავრობას ექს-პრეზიდენტის, მისი ოჯახის და გარემოცვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიწვდის ოტუმბაევა ფულად ჯილდოს პირდება, თუმცა თანხის რაოდენობა დოკუმენტში მითითებული არ არის.