თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მდინარეში რუსი ტურისტების ავტობუსის გადავარდნის დროს 25 დაშავებულიდან კიდევ ერთი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთის საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსი ტურისტი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიასთან მდინარეში რუსი ტურისტების ავტობუსი გადავარდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი თურქეთის და 14 რუსეთის მოქალაქე იყო.