ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიაში მატარებლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ინდურ ტელეარხებზე დაყრდნობით იუწყება.
შემთხვევის ადგილზე ექიმები, პოლიცია და მეხანძრეები მუშაობენ. დაშავებულები მახლობლად მდებარე ქალაქ კხარაგპურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
აფეთქება დასავლეთ ბენგალიაში, ადგილობროვო დროით 01.30 საათზე მოხდა. მატარებელი "გიანეშვარის ექსპრესის" 24 ვაგონიდან 13 ლიანდაგიდან გადავიდა, დანარჩენი კი, სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა.
ტრაგედია სადგურ ხემასულისა და სარდიიას შორის არსებულ გადასარბენზე მოხდა.