ხვალ, 2 ნოემბერს, რუსთავში, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს შენობასთან ბრიტანული კომპანია "თემს სთილ ლიმიტედის" გენერალური დირექტორი ტომას ბლეიკი მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ბრიფინგი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში "თუჯი XXI"-ს და "ქართული ფოლადი"-ს აქციების განმეორებით აუქციონზე გატანას შეეხება. აუქციონი ხვალ, 11.00 საათზეა დაგეგმილი. განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გატანილი იქნება შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული, სს "თუჯი XXI"-ს 83,3 პროცენტიანი წილი და შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული სს "ქართული ფოლადი"-ს 100-პროცენტიანი წილი.
სს "თუჯი XXI"-ს 83,3-პროცენტიანი წილის საწყისი ფასია აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 25 პროცენტი, რაც ლაერბში 7 572 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს.
შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული "ქართული ფოლადი"-ს 100-პროცენტიანი წილის საწყისი ფასია აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 25 პროცენტი, რაც ლარებში 22 539 250 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ქონება გარდამავალი უფლებითაა დატვირთული.