თბილისის მერობის "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია საარჩევნო კამპანიას დღეს, კონცერტით დაასრულებს. ამ წუთებში მისი მხარდამჭერი აქცია-კონცერტი აბანოთუბანში იწყება.
"აქცია-კონცერტი ეს იქნება ბოლო შეძახილი ამომრჩევლისადმი, რომ ყველანი იმედით დავიმუხტოთ და 30 მაისს მივიდეთ არჩევნებზე, რათა ხმა მივცეთ ცვლილებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ალიანსის" თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძემ.
აბანოთუბანში თავად მერობის კანდიდატი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. მას იქ ამ წუთებში ელოდებიან.