ტერორიზმთან ბრძოლაში "ალ-ქაიდა" აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
"მუდმივად ვეძებთ გზებს ტერორიზმის დელეგიტიმიზაციისათვის და მათი იზოლირებისათვის, ვინც ტერორიზმს შეუერთდება", _ ნათვქმია დოკუმნეტში.
"ეს არ არის მსოფლიო ომი რელიგიის _ ისლამის წინააღმდეგ, ჩვენ ვებრძვით კონკრეტულ ქსელს _ "ალ-ქაიდას" და მასთან დაკავშირებულ ტერორისტებს, რომლებიც ყოველგვარ ძალისხმევას იყენებენ აშშ-ზე, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად", _ ნათქვამია მოხსენებაში.