მოსკოვი ვარშავისგან და ვაშინგტონისგან პოლონეთში სარაკეტო სისტემის "პეტრიოტის" განთავსებასთან დაკავშირებით ახსნას ელოდება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება.
"არ გვესმის, რატომ უნდა გადაგა ასეთი სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ნაბიჯი, შექმნა საბრძოლო ობიექტი და ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებთან ახლოს. იმედია, ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი ამერიკელი და პოლონელი კოლეგები გავცემენ", - განაცხადა ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ჩრდილოეთით აშშ-მ სისტემა სარაკეტო სისტემის განთავსება დაიწყო. დასახლება მორგანში ტექნიკასთან ერთად 100 ამერიკელი სამხედრო ჩავიდა, რომელებიც პოლონური არმიის გაწვრთნიან.