სტავროპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ასევე დაჭრილია შვიდი ადამიანი. სამივე გარდაცვლილი ქალია.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზიდან 15 მერტის მოშორებით ამოქმედდა. იქვე ახლოს საზაფხულო კაფეც მდებარეობს, რომელშიც აფეთქების დროს ხალხი ისვენებდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტი მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებაც რომ ავტომობილი აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.