ჩრდ. კორეა სამხრეთ კორეასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების აქტს გააუქმებს. ამის შესახებ ოფიციალურ ფხენიანზე დაყრდნობით, ჩრდ. კორეული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ჩრდ. კორეელმა მაღალჩინოსნებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სიცრუის თქმაში დაადანაშაულეს და სამხრეთელ მეზობელთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების "გაყინვის" შესახებ განცხადება გააკეთეს. ამასთან კორეული მედიის ინფორმაციით, ჩრდ. კორეა სამხრეთ კორეასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასაც გააუქმებს.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა, რასაც ოფიციალური ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ასევე, სამხრეთ კორეამ ჩრდილოელი მეზობლის საზღვაო ტრანსპორტისათვის ცოტა ხნის წინ საკუთარი ტერიტორიული წყლები დაკეტა.