დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე და მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის კერას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჯოჭოში გაეცნენ.
ამ ლოკაციაზე დაზიანებულია სოფელში ასასვლელი გზის მონაკვეთი და ლეონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
,ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება ზარალის ზუსტი ოდენობა. ჩვენ აღვნუსხეთ თითოეული ოჯახი და პირადად გავეცანით მათ მდგომარეობას. ყველა დაზარალებულ ოჯახს აუნაზღაურდება ზარალი“-აღნიშნა გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.