სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტში დამატებითი ცვლილებების შეტანა საჭირო აღარ გახდება, აღნიშნული ინიციატივა "საბიუჯეტო კოდექსში", რომლის განხილვასაც პარლამენტი უახლოეს ხანებში დაიწყებს.
წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ წლის განმავლობაში ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილია რომელიმე მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირების ხარჯზე სხვა ღონისძიებები დაფინანსდეს. თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია წლიური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების რამდენჯერმე შეტანა კი საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთ ძირითად ნაკლს წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნების საბიუჯეტო პროცესის ანალიზიდან და უცხოელ ექსპერტებთან გამართული კონსულტაციების შემდგომ, საბიუჯეტო კოდექსის პროექტში ასიგნებების გადანაწილების მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლებელია მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე გაიზარდოს საერთოსახელმწიფოებრივი გადასახდელები იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ზრდა არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული მოცულობის 10%-ს.