-ელ ივლისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგილოსაბერიძის დასახმარებლად ერთიანდებიან..
40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე ერთი დღით დაეთმობა, შემოსული თანხა კი გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას მოხმარდება.
გიორგიმ თავის მძიმე ტრავმა ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი:
თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი,ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშაგოგრიჭიანი, კოკო ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლისუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურაბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე,ბუბა არაბული და სხვა.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა
გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერიც:
სს თიბისი ბანკი
GE10TB7009026365100063
ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)