„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინ დონატსის“ მე-18 რესტორანი მრგვალ ბაღთან გახსნა. როგორც „ვისოლ ჯგუფში“ აცხადებენ, მათთვის ძალიან საამაყოა ის, რომ მხოლოდ ორ წელიწადში შეძლეს ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ყველაზე ფართო ქსელის შექმნა და ძალიან მოკლე დროში ყველასთვის საყვარელი თავშეყრის ადგილის ქცევად.
მათი თქმით, ამაში ძალიან დიდი წვლილი ერთგულ მომხმარებლებს მიუძღვით, რომლებმაც „დანკინ დონატსი“ შეიყვარეს და რესტორნებს ხშირად სტუმრობენ.
მრგვალ ბაღთან ახალგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში მისულ სტუმრებს ყველა სახის ვრეპის მირთმევა სპეციალურ ფასად - 15%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
მათი თქმით, „დანკინ დონატსის“ ახალი პროდუქტები - სალათა ცეზარი, ორაგულის სალათა, ბერძნული სალათა, სხვადასხვა ხილის SMOOTHIE-ბი, პრემიუმ ხარისხის იტალიური ცხელი თუ ცივი ყავა და უამრავი გამაგრილებელი სასმელი ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც კი გულგრილს ვერ დატოვებს.
ახალი „დანკინ დონატსი“ მრგვალ ბაღთან, აბაშიძის N10-ში მდებარეობს. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან „დანკინ დონატსთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეისობით, თბილისსა და რეგიონებში უკვე 18 რესტორანია.
2016 წლის ბოლომდე „დანკინ დონატსის“ კიდევ რამდენიმე რესტორანი გაიხსნება. ახალგახსნილ ობიექტზე „დანკინ დონატსმა“ 20 ადამიანი დაასაქმა.