სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ფოთის მოსახლეობას შეხვდა. ხათუნა კალმახელიძემ მოქალაქეებს, სამინისტროში მიმდინარე სიახლეებთან ერთად, სამომავლო გეგმები გააცნო და ინტერაქტიულ რეჟიმში მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე მინისტრმა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობებზე, მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესებაზე და პრობაციის ბიუროების საქმიანობაზე ისაუბრა.
ხათუნა კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმაზე, ასევე მსჯავრდებულთა დასაქმებასა და რესოციალიზაციაზე.