ხვალ, 2 ნოემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო "თუჯი XXI"-ს და "ქართული ფოლადი"-ს აქციებს განმეორებით აუქციონზე გაიტანს.
განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გატანილი იქნება შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული, სს "თუჯი XXI"-ს 83,3 პროცენტიანი წილი (21 669 854 ცალი აქცია) და შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული სს "ქართული ფოლადი"-ს 100-პროცენტიანი წილი (100 087 421 ცალი აქცია).
სს "თუჯი XXI"-ს 83,3-პროცენტიანი წილის საწყისი ფასია აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 25 პროცენტი, რაც ლაერბში 7 572 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს.
შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი"-ს საკუთრებაში არსებული "ქართული ფოლადი"-ს 100-პროცენტიანი წილის საწყისი ფასია აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 25 პროცენტი, რაც ლარებში 22 539 250 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ქონება გარდამავალი უფლებითაა დატვირთული.
ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები ამ ქონებაზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი აუქციონის დაწყებამდე წარადგინოს.
აუქციონი რუსთავში, ფიროსმანის ქუჩა #17, 2 ნოემბრს, 11:00 საათზე გაიმართება.