ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "ბაზისბანკი" ახალი პროდუქტის, "სასარგებლო იპოთეკის" პრეზენტაციას გამართავს. ახალი პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხებენ ბანკის გენერალური დირექტორი, ზურაბ ციხისთავი და საცალო მიმართულების დირექტორი, ლევან გარდაფხაძე.
"სასარგებლო იპოთეკა" არის ბაზისბანკის მორიგი ნოვატორული პროდუქტი. ბანკის საცალო მიმართულების დირექტორის, ლევან გარდაფხაძის განმარტებით, პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი მარტივი და კლიენტისთვის ხელსაყრელი პირობებია. აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდშიც კი ბაზისბანკს არ შეუწყვეტია არც იპოთეკური და არც რომელიმე სხვა სახის კრედიტის გაცემა.
"სასარგებლო იპოთეკა" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს იპოთეკური სესხი 16%-დან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთით. სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელია, მაქსიმალური თანხა კი 100 000 აშშ დოლარი.
სურვილის შემთხვევაში, ყოველი წლის ბოლოს, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სესხით, "სასარგებლო იპოთეკის" ფარგლებში მის მიერ დაფარული სესხის 80%-ის ოდენობით.
მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი "ბაზისბანკის" აქციონერი გახდა, ქართულმა ბანკმა, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე საბანკო პროდუქტების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. უახლოეს მომავალში "ბაზისბანკი" კიდევ არაერთ სასარგებლო სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს