აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში რეგიონში სურსათის უვნებლობის და ხარისხის ზედამხედველობის სფეროში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში
1007 ობიექტში შემოწმდა. მონიტორინგის შედეგად 235 ობიექტში ვადაგასული პროდუქტებით რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისა და ვადაგასული პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების მიზნით, ობიექტების ხელმღზვანელობას და თავად პროდუქციის მწარმოებლებს სათაბადო გაფრთხილება მიეცა. მონიტორინგის მიმდინარეობისას 9 თვის განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში გამოვლენილ იქნა ვადაგასული პროდუქტები კერძოდ: ხალვა - 15 500 კგ, შოკოლადი - 468 კგ, ჩიფსი - 1 850 ყუთი, კონსერვი - 110 ქილა, ჩაი - 140 კოლოფი, საღეჭი რეზინი - 22 კოლოფი, ძეხვეული - 305 კგ. აჭარის სურთათის უვნებლობის სამსახურმა, ვადაგასული ობიექტები სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა.