დღეს, დილით თურქეთში, ქალაქ ანტალიასთან მდინარეში რუსი ტურისტების ავტობუსი გადავარდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია "რეგნუმი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რის შემდეგაც ავტობუსი მდინარე აკსუში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამედიცინო პერსონალია მობილიზებული.