ვარშავაში წყალდიდობამ 15 ადამიანი იმსხვერპლა. ადიდებული მდინარეები დედაქალაქის მოსახლეობას ჯერ კიდევ ემუქრება. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს. მათი ევაკუაცია ნავებითა და ვერტმფრენებით ხდება.
დანგრეულია მაგისტრალები და ხიდები. წყლის დონე კრიტიკულ მაჩვენებელს ერთი მეტრით აჭარბებს.
სტიქიის ზონაში და პოლონეთის დედაქალაქის თავზე ვერტმფრენები პატრულირებენ.
უკვე დადგენილია, რომ წყალდიდობამ ქვეყანა 2 მლნ ევროთი აზარალა.
დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება მატერიალურ დახმარებას პირდება.