ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზების შესახებ პრეზიდენტი, უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთში დაგეგმილი წვრთნები იყო უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
„ჩვენ გვსრუს, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილოება უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. სწავლება “ანაკონდა 2016“-ში, ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვერთნები, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. წვერთნები ჩატარდა ვარშავაში - იქ, სადაც უნდა გაიმრთოს ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღელსი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე.
პოლონეთმა საქართველოსგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა-2016“ -ში.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა პეტრ ვალატეკმა განაცხადა.
„ქართველები მოწვეული იყვნენ სწავლებაში, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვალატეკმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განმარტება ჩუტყვავილას გავრცელების საშიშროებასთან დაკავსირებით გუშინ გააკეთა, თუმცა, გუშინვე „რადიო თავისუფლების“ რუსულმა ბიურომ ქართულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს შტაბბინაში ბრიუსელიდან სთხოვეს საქართველოს, სწავლებაში ფართო მონაწილეობა არ მიეღო, იმისთვის რომ რუსეთი ვარშავის სამიტამდე ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, რადგან სამიტზე საქართველომ შესაძლოა ნატო-ს ასოციირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს.
როგორც „პოლონეთის რადიო“ კი წერს, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბართლომე მისიევიჩმა უარყო, რომ ნატო-ში ქართველებს სწავლებაში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.