აბაშაში წყალდიდობაა. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე აბაშა კალაპოტიდან გადმოვიდა. დაზარალდა 50-მდე ოჯახი. მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები წყლითაა დაფარული. დახოცილია შინაური ფრინველი. განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები.
რაიონის ხელისუფლება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის.