გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებშიმეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შემოდის. თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას”, - აცხადებს დედაქალაქის მერია.