ლაგოდეხისა და ყვარლის შემდეგ სტიქია უკვე ახმეტის რაიონშიც გააქტიურდა. როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, სოფელ ალვანში მოვარდნილი წყალი რამდენიმე სახლში შევარდა.
"ალვანში სახლები დატბორა, ლაგოდეხში კი დაინგრა. ყვარელსა და თელავშიც წვიმს, თუმცა ამ რაიონებში საფრთხე ნაკლებად არსებობს. ამ დროისთვის ტექნიკა მობილიზებულია ორივე რაიონში და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ყველაზე მეტად ლაგოდეხის რაიონი დაზარალდა. სოფელ განჯალაში სამი საცხოვრებელი სახლი დაინგრა 50-მდე კი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე კაბალმა სოფელ ბაისუბანში ცენტრალური ხიდი ჩაანგრია, რის გამოც ავტოტრანსპორტით მოძრაობა პარალიზებულია.