პალესტინაში, ღაზასთან ახლოს, უცნობმა პირებმა გაეროს მიერ ორგანიზებული ბავშვთა საზაფხულო ბანაკი დაწვეს.
თვითმხილველთა განცხადებით 40-მდე ადამიანი, სავარაუდოდ პალესტინელები, ყველაზე დიდ ბანაკში მივიდა, ააოხრა იქაურობა და შემდეგ ცეეცხლი წაუკიდა.
აღნიშნული ვანდალიზმის, სავარაუდოდ, მულულმანმა ექსტრემისტებმა ჩაიდინეს.
ჯერ კიდევ შაბათს ღაზაში გავრცელდა ფურცლები, სადაც გაეროს მისიის ხელმძღვანელობა "მოღალატეებად" იყო მოხსენიებული.
მისიას იმაში ადანაშაულებენ, რომ მას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებელად საკამრისი სახსრები არ გააჩნია და ამავდროულად საზაფხულო ბანაკისთვის 2 მილიონამდე დოლლარს ხარჯავს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.