სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, ქ. რუსთავში სასტუმრო რუსთავში ატარებს 12 დღიან სასწავლო სემინარს დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვ.
ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი ექსპერტები. 12 დღიან ტრენინგში მონაწილეობა, სასტუმრო და კვება უფასოა. მონაწილეობის მსურველები უნდა გადავიდნენ ბმულზე და შეავსონ აპლიკაცია: https://goo.gl/xUcOSZ