ბრიტანელ მილიონერ მინისტრთა შორის ტრანსპორტის მინისტრი ფილიპ ჰემონდი ლიდერობს. მისი ქონება 7,1 მლნ ფუნტად არის შეფასებული. სატრანსპორტო უწყების 54 წლის ხელმძღვანელმა ქონების უდიდესი ნაწილი კომპანია ჩასტლემეად-ში დააგროვა, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვით არის დაკავებული. ჰემონდმა კომპანია 1997 წელს დააფუძნა. დღეისათვის იგი კომპანიაში 85 პროცენტის მფლობელია.
მეორე ადგილს გარემოს დაცვის მინისტრი კეროლაინ სპელმანი იკავებს. მისი ქონება 5 მლნ ფუნტს შეადგენს. 52 წლის სპელმანი ქალაქ სოლიხალში 2 მლნ ფუნტის ღირებულების საცხოვრებელი სახლის მფლობელია.
მესამე ადგილი წილად ხვდა ხაზინის კანცლერს ჯორჯ ოსბორნს, რომელიც 4,6 მლნ ფუნტის მფლობელია.
დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი დევიდ კემერონი მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. მის აქტივში "ლუქსის"'კლასის საკანცელიარო პროდუქციის წარმოების ბიზნესი შედის.