ყვარელში რამდენიმე მდინარე დღეს ერთდროულად ადიდდა. სოფელ ჭიკაანში ჩამომავალმა ხევმა დამცავი გაბიონი გაარღვია და მოვარდნილი წყალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მოედინება.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, რაიონში მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
რაიონის გამგეობაში შიშობენ, რომ თუ წვიმა არ გადაიღებს ყვარელში უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნება ვიდრე 22 სექტემბერს იყო. ყვარელში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.