რუსეთის ფედერაცია "მისტრალის" ტიპის ოთხ გემს შეიძენს. განცხადებას ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სედიუკოვმა გააკეთა.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ესპანეთთან, ჰოლანდიასთან და საფრანგეთთან "მისტრალის" ტიპის ოთხი ავიამზიდის ყიდვის შესახებ კონტრაქტისწინა მოლაპარაკებები დაიწყო", _ განაცხადა დღეს ანატოლი სედიუკოვმა და დასძინა, რომ მათთან რუსეთი ამ ოთხი გემის ყიდვის შესხებ კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ერთი ამგვარი გემის აგებას რუსეთი საზღვარგარეთ გეგმავს, დანარჩენ სამს კი რუსი გემთმშენებლების დახმარებით ააგებს.
"ამ საკითხით ახლა ძალიან სერიოზულად ვართ დაკავებულნი და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება იმ შემთხვევაში თუკი დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაჩნდა", _ განაცხადა სერდიუკოვმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ამ ტიპის პირველი გემები ჩრდილო და წყნარი ოკეანის ფლოტში წავლენ.
სერდიუკოვმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთმა "მისტრალზე" თავისი ვერტმფრენის საცდელი დაშვება უკვე განახორციელა.