რუსეთის ფედერაცია აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრე ნესტერენკომ მთიან ყარაბაღში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას გააკეთა.
"მოსკოვი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას. როგორც ცნობილია ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ჩვენის აზრით, მისი მომავალ სტატუსი შესაძლოა განისაზღვროს ძალის გამოყენების გარეშე მხარეთა შორის წარმოებული დიალოგით მინსკის პროცესის ფარგლებში", _ აცხადებს ნესტერენკო.
მისივე თქმით, რუსეთი თავის პარტნიორებთან ერთად (აშშ და საფრანგეთი) ეუთოს მინსკის პროცესის ფარგლებში მომავალშიც ენერგიულად დაეხმარება აზერბაიჯანელებს და სომხებს ყაბარაღის კვანძის კომპრომისული გახსნის საკითხში.