ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში ამ დილით აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოსვლის შედეგად დაიჭრა ერთი სამართალდამცავი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საგამოძიებო სამმართველო ავრცელებს.
"ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად დაჭრილია ერთი სამართალდამცავი", _ იუწყება ადგილობრივი საგამოძიებო სამმართველო.