დღეს, 24 მაისს, ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური ოფისი გაიხსნება.
კონტროლის პალატის გახსნის ცერემონიას სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონტროლის პალატის თბილისიდან ქუთაისში გადატანის ინიციატივით, 2008 წლის ივლისში გამოვიდა.