ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის და საგარეჯოს რაიონების რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, სადაც 150 ჰექტარ მიწის ფართობზე არსებული ვენახები და ხეხილის ბაღები 100%-ით განადგურდა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი წვიმაც, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.
დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სტიქიისგან მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა 2 დღეში იქნება ცნობილი.