"ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის პოლიტიკა თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც რუსეთს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორ ქვეყნებს", - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
"უვიზორეჟიმის შესახებ პოლიტიკა თანაბარი უნდა იყოს, როგორც რუსეთისთვის, ასევე ევროკავშირის 6 პარტნიორი ქვეყნისთვის. ეს ქვეყნებია - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და მოლდოვა", - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
"MIGნეწს" -ს ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთს უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით თავის პირობები დაუყენა. ეს არის - ბიომეტრიული პასპორტები, პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მიღება და საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
რაც შეეხება საზღვრებს, რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება და ტექნიკური მხარეა. თუმცა, ევროპელებს რუსეთთან უვიზორეჟიმის შემოღების შემთხვევაში უკანონო მიგრანტების რიცხვის გაიზრდის ეშინათ.