ჩინეთში მატარებლის კატასრროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
კატასტროფა ჩინეთის ლიოანინგის პროვინციაში მოხდა. მატარებლის ვაგონი რელსებიდან საავტომობილო გზაზე გადავიდა და ავტობუსს შეეჯახა. "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, დაღუპულთაგან 3 მატარებლის მგზავრი იყო, ხოლო დანარჩენი 29 - ავტობუსის.