ინტერპოლმა პარიზის ხელოვნების გალერიიდან მოპარული ნახატების გამო გლობალური განგაში გამოაცხადა. შესაბამისი სიგნალები მსოფლიოში ინტერპოლის ყველა ფილიალს გადაეგზავნება. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ინტერპოლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
"ეს ნახატები ადვილად იცნობა და მათ შესახებ მსოფლიოში ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. ამიტომ მოპარული ნახატების გაყიდვა ქურდებს გაუჭირდებათ", - განაცხადა ინტერპოლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ღამით, პარიზში ხელოვნების გალრიიდან პაბლო პიკასოს, ანრი მატისის ამადეო მოდილიანის და სხვა ცნობილი მხატვრების ხუთი ნახატი მოიპარეს. ნახატების საერთო ღირებულება 500 მლნ ევროს შეადგენს.