არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საპარლამენტო არჩევნები შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსის" ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 13:00 საათის მომაცემებით არჩევნებში 46,54% ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, კერძოდ კი 95 303 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე თავის არჩევანი 44 357 ადამიანმა გააკეთა. საარჩევნო უბნების დახურვამდე ხმების რაოდენობის გაზრდას 60-70% ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარებისთვის მხოლოდ ამომრჩევლის 25% მონაწილეობა საკმარისია.
შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, მათ შორის ერთი საარჩევნო უბანი ერევანშიც არის გაიხსნილი.
ამასთან, არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ერთდროულად მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილებს. არჩევნების მიმდინარეობას 70 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.